Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთს საბაჟო კავშირში შესასვლელად დამატებითი დრო სჭირდება


ყირგიზეთი აცხადებს, რომ დრო სჭირდება 2020 წლამდე, რათა მოემზადოს საბაჟო კავშირში შესასვლელად. ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ტაირბეკ სარპაშევმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ბიშკეკი გეგმავს ალიანსს ეტაპობრივად შეუერთდეს და გამოყო ხუთწლიანი საფეხურები, რომელიც 2015 წელს დაიწყება. მანამდე ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა საბაჟო კავშირს 2014 წლის ბოლოსათვის შეუერთდებოდა.

XS
SM
MD
LG