Accessibility links

მეცნიერებიდან პოლიტიკაში: რას შეცვლის გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან


უკვე ათი დღეა, რაც თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს კოალიცია “ქართული ოცნების” წევრების მიერ წარდგენილი გიორგი ალიბეგაშვილი ჩაუდგა სათავეში. გიორგი ალიბეგაშვილი 1959 წელსაა დაბადებული. სხვადასხვა დროს იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის პრორექტორი, თბილისის მერიის განათლების სამმართველოს უფროსი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. როგორ გადაინაცვლა მეცნიერმა პოლიტიკაში, რის გაკეთებას აპირებს დედაქალაქისათვის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, როგორია თბილისის ურბანული განვითარების მისეული ხედვა და როგორ ფიქრობს მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრას? ამ და სხვა საკითხებზე გაესაუბრა გიორგი ალიბეგაშვილს რადიო თავისუფლება.

XS
SM
MD
LG