Accessibility links

logo-print

გადადგა უკრაინის პრემიერ-მინისტრი


უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც უმრავლესობის კოალიციის ორმა მთავარმა პარტნიორმა განაცხადა კოალიციის დატოვების შესახებ, რათა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეძლებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პროცედურის დაწყება. გადადგომისას იაცენიუკმა გააკრიტიკა პარლამენტარები, რომლებმაც ვერ შეძლეს ენერგეტიკის შესახებ კანონის მიღება და სამხედრო ძალების ბიუჯეტის გაზრდა. იაცენიუკის გადადგომის შემდეგ პარლამენტის სპიკერმა ალექსანდრე ტურჩინოვმა სთხოვა „უდარისა“ და „თავისუფლების პარტიის“ წარმომადგენლებს „ტექნიკური კანდიდატი“ დაესახელებინათ პრემიერის პოსტზე.

XS
SM
MD
LG