Accessibility links

logo-print

ღაზაში სკოლის დაბომბვისას 15 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტ დაშავდა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე გაეროს სკოლაში, რომელსაც ისრაელის ტანკის ჭურვი მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბეით ჰანუნის სკოლაში ასობით პალესტინელი იმყოფებოდა, რომლებიც ახლომახლო მიმდინარე შეტაკებებს გამოექცნენ. ბრძოლების ბოლო 16 დღის განმავლობაში 725-ზე მეტი პალესტინელი და 30 ისრაელელი დაიღუპა. ისრაელმა სამხედრო ოპერაცია 8 ივლისს წამოიწყო. ოპერაციის ოფიციალური მიზანია ჰამასის მიერ ღაზის ტერიტორიიდან რაკეტების სროლის შეწყვეტა.

XS
SM
MD
LG