Accessibility links

სერგეი უდალცოვსა და ლეონიდ რაზვოზჟაევს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა


მოსკოვის სასამართლომ ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსეთის „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერებს სერგეი უდალცოვსა და ლეონიდ რაზვოზჟაევს, რომელსაც ჯარიმის სახით 150 ათასი რუბლის გადახდაც დაეკისრა. სასამართლომ რუსი ოპოზიციონერები დამნაშავედ სცნო 2012 წლის მაისში, მოსკოვში ბოლოტნაიას მოედანზე მოწყობილი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში. უდალცოვი და რაზვოზჟაევი თავს დამნაშავედ არ სცნობენ და მიიჩნევენ, რომ ისინი პოლიტიკური შეხედულების გამო იდევნებიან.

XS
SM
MD
LG