Accessibility links

logo-print

გაერომ ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა სირიაში


გაერომ სირიაში პირველად გაგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი ისე, რომ თავისი მოქმედებები ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებას არ შეუთანხმა. ხუთშაბათს თურქეთ-სირიის საზღვარი საკვებითა და პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთულმა ცხრა სატვირთო ავტომანქანამ გადაკვეთა. გაერომ ერთი კვირის წინ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მას სირიის ჰუმანიტარული მომსახურების საშუალებას, ასადის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე აძლევს. გაეროს მონაცემებით, 10 მილიონზე მეტი სირიელი საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას.

XS
SM
MD
LG