Accessibility links

logo-print

უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას 36 წლის ვოლოდიმირ ჰროისმანი შეასრულებს


უკრაინის ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ქვეყნის ვიცე-პრემიერი ვოლოდიმირ ჰროისმანი დაასახელა. 25 ივლისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ ასეთი გადაწვეტილება პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ იქნა მიღებული. თუმცა, უკრაინის პარლამენტში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ მიუღია არსენი იაცენიუკის გადადგომის წერილობით განცხადება და ამდენად კენჭი არ უყრია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომისათვის. უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვოლოდიმირ ჰროისმანი 36 წლისაა, იგი თებერვლიდან ქვეყნის რეგიონული განვითარების მინისტრად მუშაობდა.

XS
SM
MD
LG