Accessibility links

logo-print

გულშემატკივრების შემდეგ „ჩიხურა“-„ბურსას“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმაც იჩხუბეს


საქართველოს გუნდ "ჩიხურასა" და თურქეთის "ბურსას" მატჩის შემდეგ ფეხბურთელების გარდა ერთმანეთს ფიზიკურად ქართველი და თურქი ჟურნალისტებიც დაუპირისპირდნენ. ორი ქვეყნის მედიის წარმომადგენლებს შორის ინციდენტი საპრესკონფერენციო დარბაზში მოხდა. როგორც ფეხბურთელებს შორის ჩხუბის დროს, ასევე აღნიშნულ შემთხვევაში ვითარების განსამუხტავად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. გუშინ, "ჩიხურასა" და "ბურსას" ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება პენალტების სერიის შემდეგ მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თორნიკე მუმლაძემ გამარჯვების გოლი თურქი გულშემატკივრების ტრიბუნასთან გამომწვევად იზეიმა.
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურამ" პენალტების სერიაში თურქული "ბურსა" ანგარიშით 4:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც ბაქოს "ნეფთჩის" დაუპირისპირდება.

XS
SM
MD
LG