Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან საქართველოს მორიგი ქვედანაყოფი დაბრუნდა


ავღანეთიდან საქართველოს არმიის კიდევ ერთი ნაკადი დაბრუნდა. 23-ე ბატალიონი 4 თვის განმავლობაში ბაზა "ლეზერნეკზე" ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებდა ISAF-ის მისიას. 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო დავალებებს საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა. ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ავღანეთში საბრძოლო ამოცანას მეორედ ასრულებდნენ და ორივეჯერ უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. თვის ბოლოსთვის ქვედანაყოფის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.

XS
SM
MD
LG