Accessibility links

logo-print

ფიფა წინააღმდეგია რუსეთს ჩამოერთვას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება


ფიფამ უარჰყო მოწოდება, რომ რუსეთის ნაცვლად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სხვაგან გაიმართოს, წინააღმდეგ შემთხევავში რამდენიმე ქვეყანა ბოიკოტს გამოუცხადებს ასპარეზობაში მონაწილეობას. რუსეთის სავარაუდო მონაწილეობამ მალაიზიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში, გამოიწვია საერთაშორის დისკუსია ასეთი ბოიკოტის თაობაზე. მათ შორის რამდენიმე გერმანელი პოლიტიკოსიც გამოვიდა მოწოდებით, რომ შეიცვალოს სპორტული ღონისძიების მასპინძელი და რუსეთი გერმანიით ჩანაცვლდეს. „ისტორია ცხადჰყოფს, რომ სპორტული ღონისძიებების ბოიკოტირება, კონფრონტაცია და იზოლაციის პოლიტიკის გამოყენება არ წარმოადგენს პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზას“, - აღნიშნულია ფიფას მიერ 25 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG