Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორში 12-საათიანი ზავი მოქმედებს


ღაზის სექტორში 12-საათიანი ზავი მოქმედებს ისრაელსა და ისლამისტების მოძრაობა „ჰამასს“ შორის. ზავი 26 ივლისს, ადგილობრივი დროით 8 საათზე (საქართველოში 9 საათზე) ამოქმედდა. ღაზაში 19 დღის წინ დაიწყო დაპირისპირება, რომელმაც უკვე ასობით ადამიანი შეიწირა. ისრაელი და პალესტინელი ექსტრემისტების ჯგუფები დათანხმდნენ გაეროს მიერ მოთხოვნილ დროებით ჰუმანიტარულ ზავს, სანამ გრძელდება ძალისხმევა გრძელვადიანი ზავის მისაღწევად. ისრაელის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, ისინი ცეცხლს არ გახსნიან, მაგრამ გააგრძელებენ გვირაბების ძებნას, რომლებსაც ექსტრემისტები იყენებენ. „ჰამასი“, რომელიც დომინანტური ძალაა ღაზაში, აცხადებს, რომ პალესტინელების ყველა ჯგუფი შეასრულებს დროებით ზავს. მანამდე, 25 ივლისს ისრაელმა უარყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის წინადადება ერთკვირიანი ზავის შესახებ.

XS
SM
MD
LG