Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ევროკავშირის ახალი სანქციები საფრთხეს უქმნის თანამშრომლობას


რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ევროკავშირის ახალი სანქციები, რომლებიც რუსეთს დუწესეს უკრაინის კრიზისში მისი როლის გამო, საფრთხეს უქმნის უშიშროების საკითხებში თანამშრომლობას. მანამდე, ასევე 26 ივლისს ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ 15 ინდივიდი და 18 კომპანია და უწყება დაამატა უკრაინის კრიზისის გამო სანქცირებულების სიას. სანქცირებულ პირებს შორის არიან ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი მახაილ ფრადკოვი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი. სანქციები ითვალისწინებს ვიზებზე უარს და აქტივების გაყინვას. ევროკავშირის დამსჯელი ზომები ახლა უკვე 87 ინდივიდს, ისევე როგორც 20 კომპანიას და უწყებას ეხება უკრაინასა და რუსეთში.

XS
SM
MD
LG