Accessibility links

სირიაში ექსტრემისტებმა დახოცეს, სულ ცოტა, 50 ჯარისკაცი


ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა ექსტრემისტებმა, სულ ცოტა, 50 სირიელი ჯარისკაცი დახოცეს მას შემდეგ, რაც ისინი საფარიდან თავდასხმისას შეიპყრეს. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, თავდასხმა 25 ივლისს მოეწყო რაკას პროვინციაში, ევფრატის ხეობაში. ექსტრემისტები აცხადებენ, რომ მეტი ჯარისკაცი დახოცეს - 75 ადამიანი. ჯგუფი „ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც ივნისში სახალიფო გამოაცხადა, ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებს სირიასა და ერაყში.

XS
SM
MD
LG