Accessibility links

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი: ავიაკატასტროფის ადგილას კიდევ არის გვამები


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ტონი ებოტის ინფორმაციით, 17 ივლისის ავიაკატასტროფის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინიაში - რაიონში, სადაც მალაიზიის თვითმფრინავი ჩამოვარდა - კვლავ რჩება დაღუპულთა გვამების ნაწილები. ებოტის თქმით, ავსტრალიელ გამომძიებლებს აქვთ კატასტროფის ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა და ღია ცის ქვეშ პოულობენ გვამების ნაწილებს. დაღუპულებს შორის 37 ავსტრალიელია. ავიაკატასტროფის შედეგად სულ დაიღუპა 298 ადამიანი - ანუ, ყველა, ვინ იმყოფებოდა მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავში, რომელიც 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. ავსტრალია ევროპაში აგზავნის 190-მდე პოლიციელს გამოძიების მსვლელობაში ავიაკატასტროფის ტერიტორიის დასაცავად. გამოძიება ნიდერლანდის ხელმძღვანელობით ტარდება რაიონში, რომელსაც რუსეთის მომხრე სეპარატისტები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG