Accessibility links

logo-print

სირიაში ექსტრემისტებმა დახოცეს ათობით ჯარისკაცი


სირიაში ექსტრემისტებმა დახოცეს, სულ ცოტა, 85 ჯარისკაცი ჩრდილოეთში მდებარე რაკის პროვინციაში მთავრობის სამხედრო ბაზის დაპყრობისას. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, 50 სირიელი ჯარისკაცი სიკვდილით დასაჯეს, 19 ჯარისკაცი შეეწირა თვითმკვლელის მიერ მოწყობილ იერიშს, ხოლო 16 კაცი დაიღუპა ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ექსტრემისტების იერიშის დროს. „სირიის ადმიანის უცლებათა ობსერვატორია“ აცხადებს, რომ უცნობია, რა ბედი ეწია კიდევ 200-მდე ჯარისკაცს. ამავე წყაროს ცნობით, ძალადობის დროს დაიღუპა, სულ ცოტა, 28 ექსტრემისტი.

XS
SM
MD
LG