Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ჯარებმა დაიწყეს ოპერაცია დონეცკზე კონტროლის აღსადგენად


უკრაინის ჯარებმა დაიწყეს ოპერაცია რუსეთის მომხრე სეპარატისტების წინააღმდეგ, ქალაქ დონეცკზე კონტროლის აღსადგენად. 26 ივლისს ქალაქში დაბომბვისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, სამხედროებმა წინ წაიწიეს დონეცკის გარეუბნებისაკენ. უკრაინის ჯარებმა ბოლოხანს კონტროლი აღადგინეს მეამბოხეების მიერ დაპყრობილი ტერიტორიის ნაწილზე. რუსეთი, თავის მხრივ, როგორც ჩანს სულ უფრო აქტიურად ერთვება ბრძოლებში: აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვი დაადანაშაულა მეამბოხეებისათვის ძლიერი სარაკეტო დანადგარების მიწოდების მცდელობაში. რუსეთი უარყოფს ამ ბრალდებას და, თავის მხრივ, ვაშინგტონს ადანაშაულებს „ცილისწამების კამპანიაში“. რუსეთის საგარეო უწყება 26 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ვაშინგტონი „სულ უფრო მეტად ხელმძღვანელობს აშკარა ტყულებით“ თავისი საგარეო პოლიტიკის წარმართვისას. მოსკოვის ეს კრიტიკა მოჰყვა თეთრი სახლის განცხადებას, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „დამნაშავეა“ მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში, რახან ის ჩამოაგდეს ტერიტორიიდან, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG