Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი დათანხმდა ღაზის სექტორში ზავის გაგრძელებას


ისრაელი დათანხმდა ღაზის სექტორში 26 ივლისს ამოქმედებული 12-საათიანი ზავის კიდევ ოთხი საათით გაგრძელებას, რის შედეგადაც ზავის მოქმედების ვადა, ადგილობრივი დროით, ღამის 12 საათზე (საქართველოში ღამის პირველზე) ამოიწურება. ღაზის მოსახლეობა ჰუმანიტარული ზავით სარგებლობს სამედიცინო და სხვა სახის დახმარების მისაღებად. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა 100-ზე მეტი გვამი იპოვეს დანგრეულ შენობებში. შედეგად, 1000-ს გადააჭარბა ისრაელსა და გასამხედროებულ მოძრაობა "ჰამასს" შორის ბოლო დაპირისპირების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვმა. ისრაელის მხარეზე დაიღუპა 42 ადამიანი. ბრძოლები 19 დღის წინ დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი შაბათს პარიზში შეხვდა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენელ წამყვან დიპლომატებს ღაზის სექტორში გრძელვადიან ზავზე მოსალაპარაკებლად.

XS
SM
MD
LG