Accessibility links

logo-print

უკრაინელი სეპარატისტები დათანხმდნენ ავიაკატასტროფის ადგილას უცხოელი პოლიციელების დაშვებას


მალაიზია აცხადებს, რომ უკრაინაში მეამბოხეებთან მიაღწია შეთანხმებას ავიაკატასტროფის ადგილას უცხოელი პოლიციელების შეშვების შესახებ. მალაიზიის პრემიერ-მინისტრის, ნაჯიბ რაზაკის ადმინისტრაციის ცნობით, რომელიც 27 ივლისს გავრცელდა, პოლიციელებს ეძლევათ უფლება, დაიკავონ პოზიცია მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილას და უზრუნველყონ კატასტროფის უცხოელი გამომძიებლების უსაფრთხოება. როგორც იუწყებიან, ამ შეთანხმებას მიაღწიეს სეპარატისტების ლიდერ ალექსანდრ ბოროდაისთან. 17 ივლისს მომხდარმა ავიაკატასტროფამ 298 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG