Accessibility links

ისრაელმა განაახლა სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში


ისრაელი აცხადებს, რომ განაახლა სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში მას შემდეგ, რაც ექსტრემისტების მოძრაობა „ჰამასმა“ უარი თქვა დროებითი ზავის გაგრძელებაზე და სარაკეტო იერიშები წამოიწყო. კერძოდ, ისრაელმა 26 ივლისს გააკეთა განცხადება ღაზაში ჰუმანიტარული ზავის 24 საათით გაგრძელებისათვის მზადყოფნაზე. მაგრამ „ჰამასმა“ ასეთ ნაბიჯზე უარი თქვა განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ მისთვის მიუღებელია „ჰუმანიტარული ზავი, რომელიც არ უზრუნველყოფს ღაზიდან ოკუპანტი ჯარისკაცების გასვლას, მოქალაქეების შინ დაბრუნებას და დაჭრილების ევაკუაციას“. თითქმის სამი კვირის წინ დაწყებული ბრძოლების შედეგად დაიღუპა ღაზის მკვიდრი 1000-ზე მეტი პალესტინელი, უმეტესწილად სამოქალაქო პირები. ისრაელის მხარეზე დაღუპულია 43 ადამიანი, მათ შორის 40 ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG