Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაიბარეს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. ცნობების თანახმად, ის 28 ივლისს არის დაბარებული, პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, „საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად“. აქამდე სააკაშვილი ერთხელ უკვე იყო დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში - წელს, 22 მარტს, როცა უპირებდნენ დაკითხვას სისხლის სამართლის ათ საქმეზე, მათ შორის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და სხვა საქმეებზე. მაშინ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩასულა და ის არ დაუკითხავთ. ყოფილი პრეზიდენტი ახლაც საზღვარგარეთ იმყოფება.

XS
SM
MD
LG