Accessibility links

„ჰამასი“ დათანხმდა 24-საათიან ზავს ღაზის სექტორში


ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ დათანხმდა 24-საათიან ჰუმანიტარულ ზავს ღაზის სექტორში ისრაელთან ბრძოლაში. „ჰამასის“ პრეს-მდივნის, სამი აბუ ზუჰრის განცხადებით, "გაეროს შუამავლობის, პალესტინელების მდგომაროებისა და ეიდის დღესასწაულის გათვალისწინებით", პალესტინელთა ჯგუფები შეთანხმნენ 24-საათიანი ზავის დაცვაზე. ამავე განცხადების მიხედვით, ზავი ძალაში შევიდა 27 ივლისს, ადგილობრივი დროით 14 საათზე (საქართველოში 15-ზე). ამ ცნობას ჯერ არ გამოხმაურებია ისრაელი, რომელმაც დღეს გააუქმა თავის მიერვე გამოცხადებული 24-საათიანი ზავი მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ რაკეტები დაუშინა სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელს. თითქმის სამი კვირის წინ დაწყებული ბრძოლების შედეგად დაიღუპა ღაზის მკვიდრი 1000-ზე მეტი პალესტინელი, უმეტესწილად სამოქალაქო პირები. ისრაელის მხარეზე დაღუპულია 43 ადამიანი, მათ შორის 40 ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG