Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში შეტაკებების შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი


ლიბიაში, სულ ცოტა, 38 ადამიანი დაიღუპა ლიბიის არმიასა და ისლამისტებს შორის შეტაკებების შედეგად. შეტაკებები მთელი დღე-ღამე გაგრძელდა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბენღაზიში. ოფიციალური პირების ცნობით, ბრძოლა 26 ივლისს დაიწყო ისლამისტების თავდასხმით, რომელიც მიმართული იყო ლიბიის არმიის სპეცშენაერთის შტაბ-ბინის წინააღმდეგ. ბოლო ორ კვირაში ლიბიაში გახშირდა ძალადობა. 26 ივლისს აშშ-მა მთელი თავისი პერსონალი გაიყვანა ლიბიაში საელჩოდან, ტრიპოლიში ბრძოლების გამო. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები მეზობელ ტუნისში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG