Accessibility links

მარგველაშვილი: "პოლიტიკურ ელფერს იძენს პრეზიდენტთან ნებისმიერი კონტაქტი"


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებაზე გამოხმაურებისას, საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პრეზიდენტები ყოველთვის იმყოფებიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და პოლიტიკურ ელფერს იძენს პრეზიდენტთან ნებისმიერი კონტაქტი. „იმედი მაქვს, რომ, ერთის მხრივ, ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი გააცნობიერებს, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე და ამ ქვეყნის კანონებს და წესებს უნდა დაემორჩილოს, ხოლო მეორეს მხრივ - სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან უაღრესად ფრთხილნი, რომ რამენაიარად ეს არ იყოს თარგმნილი პოლიტიკურ კონტექტსში“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაზე გამოხმაურებისას. მარგველაშვილმა ამ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელში, სადაც 27 ივლისს სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ იმართება.

XS
SM
MD
LG