Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში გრძელდება ისრაელის სამხედრო ოპერაცია


ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეტანიაჰუს განცხადებით, ისრაელი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში. ამასთან, ნეტანიაჰუ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" ადანაშაულებს ზავის დარღვევაში. ეს ბრალდება მან 27 ივლისს გამოთქვა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან საუბრისას მას შემდეგ, რაც ჰამასი დაყაბულდა 24-საათიან ზავს ღაზის სექტორში. „ჰამასის“ პრეს-მდივნის, სამი აბუ ზუჰრის განცხადებით, "გაეროს შუამავლობის, პალესტინელების მდგომაროებისა და ეიდის დღესასწაულის გათვალისწინებით", პალესტინელთა ჯგუფები შეთანხმნენ 24-საათიანი ზავის დაცვაზე. ამ განცხადებამდე, ასევე 27 ივლისს, ისრაელმა გააუქმა თავის მიერვე გამოცხადებული 24-საათიანი ზავი მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ რაკეტები დაუშინა სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელს. თითქმის სამი კვირის წინ დაწყებული ბრძოლების შედეგად დაიღუპა ღაზის მკვიდრი 1000-ზე მეტი პალესტინელი, უმეტესწილად სამოქალაქო პირები. ისრაელის მხარეზე დაღუპულია 43 ადამიანი, მათ შორის 40 ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG