Accessibility links

logo-print

აშშ: რუსეთი ცეცხლს უშენს უკრაინის ტერიტორიას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სატელიტური გამოსახულებები, რომლებიც, ვაშინგტონის განცხადებით, აჩვენებს, რომ განვლილი კვირის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიიდან საარტილერიო ცეცხლს უშენდნენ აღმოსავლეთ უკრაინას. სახელმწიფო დეპარტამენტმა წარმოადგინა ოთხგვერდიანი დოკუმენტი - მათზე შავად მოჩანს რაკეტების სროლისა და ჩავარდნის ადგილები. იუწყებიან აგრეთვე, რომ, სულ ცოტა, 13 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ გორლივკაში. უკრაინის ჯარებმა 26 ივლისს წამოიწყეს სამხედრო ოპერაცია დონეცკის ოლქში. იუწყებიან ბრძოლების შესახებ ქალაქ გორლივკიდან, რომელიც დონეცკის ჩრდილოეთით მდებარეობს. გორლივკაში 250 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG