Accessibility links

logo-print

რუსეთმა 50 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს "იუკოსის" ყოფილ აქციონერებს


ჰააგის კომერციულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დამნაშავედ სცნო რუსეთი ნავთობკომპანია „იუკოსის“აქტივების უკანონო მითვისებასა და საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის დარღვევაში. სასამართლომ სახელმწიფო დაავალდებულა, „იუკოსის“ ყოფილ აქციონერებს 50 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთს დაეკისრა სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებაც, რაც 65 მილიონ დოლარს შეადგენს. ჰააგის კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციები რუსეთმა 2015 წლის 15 იანვრამდე უნდა გადაიხადოს. 2003 წელს რუსეთის ხელისიფლებამ „იუკოსი“ გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულა. კომპანიის პრეზიდენტი და მთავარი აქციონერი მიხაილ ხოდორკოვსკი გაასამართლეს და 2013 წლის დეკემბრამდე პატიმრობაში ამყოფეს. „იუკოსის“ აქტივები კომპანია „როსნეფტს“ გადაეცა. მას შემდეგ, რაც „როსნეფტმა“ უარი თქვა კომპენსაციების გადახდაზე, აქციონერებმა სარჩელი შეიტანეს ჰააგის კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში. სასამართლო პროცესი თითქმის ათ წელიწადს გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG