Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიის წარმომადგენლები განაგრძობენ მოლაპარაკებას უკრაინელ სეპარატისტებთან


მალაიზიის მთავრობის წარმომადგენლები განაგრძობენ მოლაპარაკებას აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან, რათა გამომძიებლებს საშუალება მიეცეთ, ჩაატარონ ექსპერტიზა „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ხსენებულ რაიონში ბრძოლების მიმდინარეობის შესახებ. სეპარატისტები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის არმია არ წყვეტს ცეცხლს, რადგან არ სურს საერთაშორისო გამოძიების ჩატარება; ხოლო უკრაინის ოფიციალური პირები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, საპირისპიროს აცხადებენ და პასუხისმგებლობას სეპარატისტებს აკისრებენ. კატასტროფის ადგილზე მალაიზიის მისიის ხელმძღვანელმა დღეს ჰოლანდიის „ბერნამის“ სააგენტოს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ზონის რადიუსი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან 35 კილომეტრს უნდა შეადგენდეს.

XS
SM
MD
LG