Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაშია დაბარებული


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. მას მოწმის სტატუსით დასაკითხად 11 საათზე ელოდებიან. „პირები, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით იძახებენ გამომძიებელი და პროკურორი სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ვალდებული არიან გამოცხადდნენ ზუსტად დანიშნულ დროს. გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმის მიმართ გამოყენებულ იქნება სამართლებრივი ხასიათის იძულებითი ღონისძიება“ - აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ სააკაშვილისთვის გაგზავნილ უწყებაში. მთავარი საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებმა პროკურატურაში სააკაშვილის დაბარების უწყება მის დედას, გიული ალასანიას გადასცეს.

XS
SM
MD
LG