Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ღაზის სექტორში


გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და პალესტინელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ღაზის სექტორში. ეს მოთხოვნა ასახულია რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისრაელმა და პალესტინელთა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ყოველ ღონეს უნდა მიმართონ იმისთვის, რათა მიაღწიონ საომარი მოქმედებების ხანგრძლივი დროით შეჩერებას. დაზავება, განცხადების თანახმად, აუცილებელია მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. პალესტინელთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაეროში, რიად მანსურმა უშიშრეობის საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა. პალესტინელი დიპლომატის აზრით, გაეროს ისრაელისგან უნდა მოეთხოვა ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანა. კვირას „ჰამასის“ წარმომადგენლებმა ისრაელს ღაზის სექტორში ერთდღიანი ზავის გამოცხადების წინადადებით მიმართეს, მას შემდეგ, რაც ისრაელის ასეთივე წინადადება 24-საათიანი ვადის ამოწურვამდე დაირღვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასმა“ თავისივე პირობა დაარღვია.

XS
SM
MD
LG