Accessibility links

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სააკაშვილს და კიდევ რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად წაუყენა ბრალი მომიტინგეთა მასობრივად დარბევაში, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებაში. ასეთივე ბრალდება წაუყენეს სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიგი უგულავას. ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა პროკურორმა კოკა კაციტაძემ. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება გრძლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით. მიხეილ სააკაშვილი დღეს, 11 საათისთვის იყო დაბარებული პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დასაკითხად. პროკურატურაში მის გამოძახებას ის თავის „ფეისბუკის“ გვერდზე გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთი მიზანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეფორმისტული მემკვიდრეობის განადგურებაა.

XS
SM
MD
LG