Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ძლიერდება ბრძოლა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას


უკრაინის არმიასა და სეპარატისტ ექსტრემისტებს შორის გაძლიერდა შეტაკებები იმ ადგილას, სადაც 17 ივლისს ჩამოვარდა „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი. უკრაინის მთავრობის ცნობით, მისმა ძალებმა დონეცკის რეგიონში დაიკავეს ქალაქი დებალცევო. ვრცელდება ცნობები არმიის რეგიონის სხვა ქალაქებში შესვლის შესახებაც. მთავრობის ძალები უტევენ ლუგანსკის რეგიონსაც. შეტაკებების ფონზე ჰოლანდიელი და ავსტრალიელი პოლიციელების ჯგუფი მორიგ ჯერზე ცდილობდა შეღწევას თვითმფრინავის ჩამოვარდნის არეალში. ჰოლანდიის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ ჯგუფი აფეთქებების გამო უკან გაბრუნდა.

XS
SM
MD
LG