„ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ჯგუფის ექსტრემისტებმა ერაყის ქალაქ მოსულში გაანადგურეს თითქმის 600-წლიანი მეჩეთი. ეს ჯერჯერობით ბოლოა იმ რამდენიმე მნიშვნელოვანი რელიგიური ნაგებობიდან, რომლებიც ამ ჯგუფმა ახლახან დაანგრია. მოსულის მცხოვრებთა თქმით, მეჩეთი 27 ივლისს ააფეთქა ამ რადიკალურმა სუნიტურმა დაჯგუფებამ, იმის გამო, რომ ის შიიტურ ტაძარს წარმოადგენდა. „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილმა სუნიტურმა დაჯგუფებამ ივნისში ჩაიგდო ხელში ერაყის დასავლეთის და ჩრდილოეთის არაერთი ტერიტორია, მოსულის ჩათვლით.
ყველაზე პოპულარული
1