Accessibility links

ღაზაში ვითარება დაძაბული რჩება


ისრაელის არმიის განცხადებით, მან ღაზაში რამდენიმე სამიზნეზე მიიტანა იერიში მას შემდეგ, რაც ღაზიდან ისრაელში რაკეტა იქნა ნასროლი. 28 ივლისს იერიშები განხორციელდა თითქმის 12-საათიანი პაუზის შემდეგ იმ ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობს ისრაელსა და ღაზის სექტორზე კონტროლის მქონე ისლამისტურ ჯგუფ ჰამასს შორის. ისრაელის არმიამ, რომელმაც თავისი შეტევა სამი კვირის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც მის წინააღმდეგ გაძლიერდა სარაკეტო თავდასხმები, განაცხადა - „სიმშვიდეს სიმშვიდით შევხვდებითო“. 28 ივლისს მოწვეულ საგანგებო სხდომაზე გაეროს უშიშროების საბჭო გამოვიდა ზავის „დაუყოვნებლივ“ დამყარების მოწოდებით კონფლიქტში, რომელმაც უკვე იმსხვერპლა 1,030-ზე მეტი პალესტინელი და 45 ისრაელელი. საბჭოს განცხადება გააკრიტიკეს როგორც პალესტინელების, ისე ისრაელის წარმომადგენლებმა გაეროში.

XS
SM
MD
LG