Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: უკრაინის კონფლიქტს 1,100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


გაეროს ადამიანის უფლებების სააგენტო აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტს აპრილის შუა რიცხვებიდან სულ მცირე 1,129 ადამიანი ემსხვერპლა იმ ფონზე, როცა მთავრობის და მეამბოხეთა ძალები ერთმანეთთან ბრძოლაში მძიმე შეიარაღებას იყენებენ. სააგენტოს ცნობით, დაიჭრა 3,442 ადამიანი, დაახლოებით 100,000 ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. სააგენტომ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს ბრალი დასდო აღმოსავლეთ უკრაინაში „ზეწოლის და ტერორის გამეფებაში“. ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს უმაღლესი კომისრის, ნავი პილაის თქმით, 17 ივლისს მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდება „შესაძლოა ომის დანაშაულს გაუტოლდეს“.

XS
SM
MD
LG