Accessibility links

logo-print

ობამამ და ევროპის ლიდერებმა უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივ სატელეფონო საუბარში ისაუბრეს უკრაინის კრიზისის და მასთან მიმართებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ. თეთრი სახლის განცხადებით, ობამა 28 ივლისს ესაუბრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს და იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის. სატელეფონო საუბრის ფონია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების განხილვა, „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის აღმოსავლეთ უკრაინაში 17 ივლისს ჩამოგდებით შექმნილი კრიზისის გამო. დასავლეთი აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს სდებს ბრალს სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში და რუსეთს ადანაშაულებს მეამბოხეებისთვის შესაბამისი შეიარაღების მიწოდებაში. აშშ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს სავარაუდოდ ამ კვირაში გაამკაცრებს. დამატებით სანქციებზე წინასწარ შეთანხმებას ევროკავშირმაც მიაღწია გასულ კვირაში.

XS
SM
MD
LG