Accessibility links

logo-print

აშშ და ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებენ


აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები 28 ივლისს შეთანხმდნენ, რომ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებენ უკრაინის კრიზისში მისი როლის გამო. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ხუთმა ლიდერმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა თავისი მზადყოფნა, მიღებულ იქნეს ახალი ზომები რუსეთის წინააღმდეგ. სანქციების დეტალებზე არაფერს იუწყებიან. როგორც განცხადებაში წერია, ლიდერები ყურადღებით აკვირდებიან, აწვდის თუ არა რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს სამხედრო აღჭურვილობას. ამერიკელი და ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბრის ფონს ქმნის აშშ-ისა და ევროკავშირის მზადება რუსეთის მიმართ სანქციების გასამკაცრებლად, უკრაინაში მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით. დასავლეთი რუსეთის მომხრე სეპარატისტებს ადანაშაულებს სამგზავრო ავიალაინერის ჩამოგდებაში და რუსეთს ბრალად უყენებს მეამბოხეებისათვის სათანადო შეიარაღების მიწოდებას.

XS
SM
MD
LG