Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მართავს პრეზენტაციას ფინანსური კონტროლის შესახებ საჯარო დაწესებულებაში


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მართავს პრეზენტაციას თემაზე: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი საქართველოში. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, წლების მანძილზე ბევრ საჯარო დაწესებულებაში შიდა ფინანსური კონტროლის არქონამ, სრულმა ან ნაწილობრივმა მოშლამ მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა სახელმწიფო სახსრების ხარჯვის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის დასახასიათებლად შევარჩიეთ ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი დაწესებულებები, რათა გამოვკვეთოთ, ერთი მხრივ, პრობლემები და, მეორე მხრივ - საუკეთესო პრაქტიკა“ – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG