Accessibility links

logo-print

აშშ უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუწევს აღმოსავლეთის რეგიონებისთვის


აშშ გეგმავს, უკრაინას დახმარების სახით გამოუყოს 7 მილიონი დოლარი, ქვეყნის იმ აღმოსავლეთი რეგიონების საჭიროებისთვის, რომლებიც ახლახან გაათავისუფლეს სეპარატისტების კონტროლისაგან. ეს ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც 28 ივლისს გამოქვეყნდა მას შემდეგ რაც, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესაუბრა უკრაინის პრემიერ-მინისტრს არსენი იაცენიუკს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დახმარებაში შედის თანხა, რომელსაც შეერთებული შტატები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის გამგეობას გადასცემს სამედიცინო დახმარებისათვის, სასმელი წყლის მისაწვდომობისა და მცირე აღდგენითი სამუშაოებისთვის. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბაიდენმა და იაცენიუკმა იმსჯელეს აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე, „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგის“ კატასტროფაზე და იმაზე, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG