Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში წუხელ დაიღუპა ოცამდე პალესტინელი


ღაზის სექტორში წუხელ დაიღუპა, სულ ცოტა, ოცამდე პალესტინელი. ბიბისის ცნობით, ღამის განმავლობაში ისრაელი ინტენსიურ ცეცხლს უშენდა სექტორის ტერიტორიას. დარტყმები, კერძოდ, მიმართული იყო სახლისკენ, რომელშიც უწინ „ჰამასის“ ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერი ისმაილ ხანია ცხოვრობდა, და იმ შენობისკენ, სადაც განთავსებულია მედიაცენტრი. დღეს დადასტურდა ცნობა, რომ ორშაბათს დაიღუპა ხუთი ისრაელი სამხედრო მოსამსახურე. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეტანიაჰუს განცხადებით, მისი ქვეყანა მზად არის ხანგრძლივი სამხედრო კამპანიისთვის და განაგრძობს სახმელეთო ოპერაციას მანამ, სანამ არ მიაღწევს მთავარ მიზანს - არ გაანადგურებს მიწისქვეშა გვირაბების ქსელს.

XS
SM
MD
LG