Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს ბრალს სდებს, რომ მან დააღვია შეთანხმება რაკეტების განადგურების თაობაზე.


ვაშინგტონის ადმინისტრაცია რუსეთს ბრალს სდებს, რომ მან დაარღვია შეთანხმება რაკეტების ლიკვიდაციის თაობაზე, რომელიც საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის გაფორმდა 1987 წელს. ამის შესახებ, თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყებიან აშშ-ის საინფორმაციო საშუალებები. „ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, სერიოზული დარღვევის თაობაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეტყობინება გაუგზავნა თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს. აშშ-სა და საბჭოთა კავშირის შეთანხმებით, მხარეებმა ვალდებულება იკისრეს, არ აწარმოონ, არ განავითარონ და არ გამოსცადონ საშუალო და მცირე მოქმედების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. თუმცა, „ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, 2011 წელს აშშ მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთმა გამოსცადა ფრთოსანი რაკეტა და რომ ეს, შესაძლოა, ხელშეკრულების დარღვევა ყოფილიყო. 2013 წელს ამერიკელებმა წამოსწიეს ეს საკითხი რუსეთის წინაშე, თუმცა გადაწყვიტეს ამბავი საჯაროდ არ გამოეცხადებინათ. გაზეთის ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში, ეს საკითხი არაერთხელ განიხილეს ამერიკის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირებმა და ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთის მიერ ჩატარებული გამოცდები 1987 წლის შეთანხმების სერიოზულ დარღვევად უნდა ჩაითვალოს.

XS
SM
MD
LG