Accessibility links

logo-print

უცხოელი გამომძიებლები ვერ ახერხებენ ავიაკატასტროფის ადგილის შესწავლას


უკრაინის სამთავრობო ჯარსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის მიმდინარე ბრძოლა საშუალებას არ აძლევს უცხოელ გამომძიებლებს, დაათვალიერონ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ის ადგილი, სადაც „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც დღეს ჰოლანდიის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ბრძოლა მიმდინარეობს თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილის უშუალო სიახლოვეს, რაც დონეცკში ჩასული ჰოლანდიელი და ავსტრალიელი ექსპერტებისთვის შეუძლებელს ხდის კატასტროფის ადგილის შესწავლას. გუშინ კიევმა გამოაცხადა, რომ სამთავრობო ჯარმა დაიკავა რამდენიმე დასახლებული პუნქტი ავარიის ადგილის მიდამოებში, მათ შორის ქალაქი შახტიორსკი, რომელიც სულ ათიოდე კილომეტრით არის დაშორებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილს.

XS
SM
MD
LG