Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ლიდერი გამოდის პალესტინელების შეიარაღების მოწოდებით


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელს ღაზის სექტორში „გენოციდის“ მოხდენაში დასდო ბრალი და მუსლიმებს პალესტინელთა შეიარაღებისკენ მოუწოდა. 29 ივლისს, ეიდ ალ-ფიტრის დღესასწაულზე თეირანში სიტყვით გამოსვლისას ხამენეიმ თქვა, ისრაელი „ცოფიანი ძაღლივით“ და „ველური მგელივით“ იქცევაო და განაცხადა, რომ ის ღაზაში ადამიანურ კატასტროფას იწვევს. ისრაელსა და ექსტრემისტულ ჯგუფ ჰამასს შორის სამკვირიან შეტაკებებს ემსხვერპლა სულ მცირე 1,072 პალესტინელი. ამასთან, რაკეტებმა იმსხვერპლა 52 ისრაელელი სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი. ხამენეიმ უარყო ზავის დამყარების პერსპექტივა და განაცხადა, რომ ჰამასი განიარაღების ნაცვლად უფრო მეტად უნდა შეიარაღდეს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში მათ „თავდაცვის საშუალება არ ექნებათ“. ირანი არ აღიარებს ისრაელის არსებობას და მხარს უჭერს მის წინააღმდეგ მებრძოლ პალესტინელთა ჯგუფებს.

XS
SM
MD
LG