Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტარებმა მოამზადეს კანონპროექტი „აგრესორი ქვეყნების“ შესახებ


გავრცელებული ცნობებით, რუსეთის პარლამენტარებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დამწესებელ სახელმწიფოებს „აგრესორ ქვეყნებად“ აცხადებს. კრემლის პოლიტიკის ერთგული, ყოველდღიური გამოცემა „იზვესტია“ იუწყება, რომ საკანონმდებლო ინიციატივა გზას გაუხსნის პოტენციურ შეზღუდვებს რუსეთში მოქმედი კონკრეტული კომპანიებისთვის. გაზეთში მოტანილია მმართველი, „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატების სიტყვები - რომ კანონპროექტი რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს შეზღუდოს ის სააუდიტო და საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც „აგრესორ ქვეყნებად“ მიჩნეულ სახელმწიფოებში არიან რეგისტრირებულნი. კანონპროექტში „აგრესორი ქვეყანა“ განმარტებულია როგორც სახელმწიფო, რომელმაც „დააწესა სანქციები რუსეთის ფედერაციის, რუსეთის მოქალაქეების, ან რუსეთის კომპანიების წინააღმდეგ“. კანონპროექტის შემუშავების ფონია კრემლის სურვილი საპასუხო დარტყმა განახორციელოს ევროკავშირსა და აშშ-ზე, რომლებმაც ამ დღეებში უნდა გამოაცხადონ მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები - მოსკოვის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების სავარაუდო მხარდაჭერის გამო.

XS
SM
MD
LG