Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი აცხადებს, რომ კიევის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ისროლეს


რუსეთის განცხადებით, კიევის ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე მოახდინეს გასროლა ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარმტყორცნებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო 29 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს: „ოფიციალურად მოვითხოვთ კიევმა შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციის სუვერენულ ტერიტორიაზე სროლაო“. კიევმა წარსულში უარყო მოსკოვის მხრიდან გამოთქმული ანალოგიური ბრალდება. პარალელურად, დღეს უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის სამთავრობო ჯარსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის მიმდინარე ბრძოლა საშუალებას არ აძლევს უცხოელ გამომძიებლებს, დაათვალიერონ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ის ადგილი, სადაც „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც დღეს ჰოლანდიის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ბრძოლა მიმდინარეობს თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილის უშუალო სიახლოვეს, რაც დონეცკში ჩასული ჰოლანდიელი და ავსტრალიელი ექსპერტებისთვის შეუძლებელს ხდის კატასტროფის ადგილის შესწავლას. გუშინ კიევმა გამოაცხადა, რომ სამთავრობო ჯარმა დაიკავა რამდენიმე დასახლებული პუნქტი ავარიის ადგილის მიდამოებში, მათ შორის ქალაქი შახტიორსკი, რომელიც სულ ათიოდე კილომეტრით არის დაშორებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილს.

XS
SM
MD
LG