Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ფართო სანქციები შემოიღო


დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირი შეთანხმდა რუსეთისთვის ფართომასშტაბიანი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე, უკრაინის კრიზისში მოსკოვის მიერ შესრულებული სავარაუდო როლის გამო. სანქციები რუსეთის ბანკებს შეუზღუდავს საფინანსო ბაზრების ხელმისაწვდომობას, ასევე შეიზღუდება იარაღის და ენერგეტიკული ტექნოლოგიების იმპორტი. დიპლომატების განცხადებით, სანქციები სავარაუდოდ 31 ივლისიდან ამოქმედდება. სანქციების ფონია მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება უკრაინაში, სავარაუდოდ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ. ამ დრომდე, ევროკავშირს რუსეთისა და უკრაინის 87 ინდივიდისთვის და 20 უწყებისთვის ჰქონდა დაწესებული სანქციები უკრაინის კრიზისის გამო. ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გვატყობინებს, რომ ევროკავშირი შეთანხმდა დამატებითი სანქციების დაწესებაზე რვა პირისთვის, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ოთხი ახლო მოკავშირისთვის და ოთხი უწყებისთვის. კონკრეტული სახელები, სავარაუდოდ, 30 ივლისს გახდება ცნობილი - როცა მათ ევროკავშირი ოფიციალურად გამოაქვეყნებს

XS
SM
MD
LG