Accessibility links

logo-print

აშშ შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნის გამო


ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გამო“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. განცხადების თანახმად, კანონის უზენაესობის ერთგულება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველამ უნდა დაიცვას კანონი, არამედ იმასაც, რომ სამართლებრივი სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური შურისძიების იარაღად. „ჩვენ ამ და სხვა დაკავშირებულ საქმეებს ყურადღებით ვაკვირდებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის განუხრელი დაცვის მნიშვნელობას“ - ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG