Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან გააძევეს უკრაინელი ჟურნალისტი


რუსეთიდან გააძევეს უკრაინელი ჟურნალისტი ევგენი აგარკოვი, რომელიც მფრინავი ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო პროცესს აშუქებდა. უკრაინის ტელეარხ „1+1“-ის კორესპონდენტი იმისთვის დააკავეს, რომ ის რუსეთში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე მუშაობდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. აგარკოვი 18 ივლისს დააპატიმრეს ვორონეჟში. მიგრაციის ფედერალურ სამსახურს ჟურნალისტმა განუცხადა, რომ არ იცოდა, თუ რუსეთის ტერიტორიაზე შრომითი საქმიანობის შესასრულებლად საგანგებო ნებართვა სჭირდებოდა. ვორონეჟის რაიონულმა სასამართლომ აგარკოვი ორი ათასი რუბლით დააჯარიმა და ქვეყნიდან მისი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ვორონეჟში აგარკოვი იღებდა სიუჟეტებს ნადეჟდა სავჩენკოზე, რომელსაც რუსი გამომძიებლების მონაცემებით, ბრალი მიუძღვის ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში.

XS
SM
MD
LG