Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ჰიროსიმაზე ატომური ბომბის ჩამომგდები ეკიპაჟის ბოლო წევრი


როგორც დღეს გახდა ცნობილი, 28 ივლისს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა თეოდორ ვან კერკი, აშშ-ის იმ ბომბდამშენის ეკიპაჟის უკანასკნელი წევრი, რომელმაც 1945 წლის 6 აგვისტოს ატომური ბომბი ჩამოაგდო იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაზე. ამერიკელი ვეტერანის გარდაცვალების შესახებ მისი ვაჟი იუწყება. ბოლო ხანს ვან კერკი ჯორჯიის შტატის მოხუცებულთა ერთ-ერთ თავშესაფარში ცხოვრობდა.

XS
SM
MD
LG