Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია უმასპინძლებს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებას


ბელორუსია აცხადებს, რომ უმასპინძლებს უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს მოლაპარაკებას აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის შესახებ. ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 29 ივლისს, სატელეფონო საუბრისას სთხოვა ბელორუს კოლეგას, უმასპინძლოს მოლაპარაკებას, რომლის მიზანიცაა მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას ექსპერტების შეშვება და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღმოსავლეთ უკრაინაში ბძროლების გამო ეუთოს წარმომადგენლებმა ვერც ზედიზედ მესამე დღეს, 29 ივლისს მოახერხეს ავიაკატასტროფის ადგილზე მისვლა. პოროშენკოს სურვილია ასევე, მოლაპარაკებაზე განიხილონ რუსეთის მომხრე სეპარატისტების მიერ აყვანილი მძევლების გამოშვების საკითხი. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკება ბელორუსიაში.

XS
SM
MD
LG