Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან შამათავა უდანაშაულოდ ცნეს "ხურჩის საქმეზე"


თბილისის საქალაქო სასამართლომ „ხურჩის საქმეზე“ უდანაშაულად ცნო ბრალდებული რომან შამათავა. თუმცა, ის დამნაშავედ ცნო თანამდებობის გადამეტებაში და მიუსაჯა 4 წლით და 6 თვით პატიმრობა. "ხურჩის საქმე" უკავშირდება 2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მოწყობილ თავდასხმას, რომლის ორგანიზებასა და განხორციელებაშიც ბრალდებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი რომან შამათავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის სხვა პირებთან ერთად.

XS
SM
MD
LG